კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

მდგრადი მშვიდობისათვის

მდგრადი მშვიდობისათვის: მშვიდობის მშენებლობის ანალიზი სამხრეთ კავკასიაში: 2020 წლის 20 თებერვალს, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) სამდივნომ წარადგინა კვლევა და რეკომენდაციები მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის ოფისში (PBSO) განსახილველად გენერალური მდივნის 2020 წლის მოხსენებისსთვის მშვიდობის მშენებლობისა და შენარჩუნების შესახებ.

სამხრეთ კავკასიის რეგიონული მშვიდობის მშენებლობის შესახებ წინამდებარე დოკუმენტით წარმოგიდგენთ შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC) სამხრეთ კავკასიის ქსელის არაფორმალური კონსულტაციების მთავარ დასკვნებს. კონსულტაციები 2020 წლის ნოემბერში ჩატარდა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია გაყინულ კონფლიქტებსა და გაერო-ს როლზე მშვიდობის მშენებლობის საქმეში. კვლევაში მიმოხილულია სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ადგილობრივი და რეგიონული გამოცდილება მშვიდობის მშენებლობის საქმეში, აგრეთვე, გაერო-სა და სხვა რეგიონული და ეროვნული ორგანიზაციების ურთიერთქმედების საკითხი.

გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ გააძლიეროს თავისი მხარდაჭერა გაერო-მ ადგილობრივი და რეგიონული სამშვიდობო ორგანიზაციებისთვის, რათა სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორობა ააშენოს რეგიონში.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი გულწრფელ მადლობას უხდის ქსელის ყველა წევრს, კვლევის მონაწილეებს, კვლევაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის.

მადლობას ვუხდით შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური პარტნიორობის (GPPAC), მათ მიერ გაწეული დახმარებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"