კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ კვლევა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი გულწრფელ მადლობას მოახსენებს ნაშრომის, „აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ კვლევა“, ავტორებს, კონსულტანტებს, მკვლევრებსა და მონაწილეებს გაწეული შრომისთვის, ჩართულობისა და შეტანილი წვლილისთვის.

შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიმართ გამოვხატავთ მადლიერებას ენგურჰესის პრობლემებთან დაკავშირებული სამმხრივი სამუშაო ჯგუფის პროგრამის მხარდაჭერისთვის.

კვლევა წარმოადგენს ენგურჰესის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი სამმხრივი სამუშაო ჯგუფის (2016-2019) აქტივობათა ნაწილს და ეხმიანება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ეფექტიანი მოხმარების პრობლემების შესწავლას. სამმხრივი სამუშაო ჯგუფის აქტივობები მიმდინარეობს „ქართულ-რუსული ურთიერთობის ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეთა და ექსპერტთა დიალოგის გზით - სტამბოლის პროცესი“ - პროგრამის ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ინიციატივითა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ადამიანის უსაფრთხოების სექციის მხარდაჭერით.

კვლევის შედეგები გამოქვეყნდა რუსულ და ინგლისურ ენებზე და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

STUDY OF ELECTRICITY CONSUMPTION IN ABKHAZIA 2019

ИССЛЕДОВАНИЕ ПОТРЕБЛЕНИЯ ЭЛЕКТРОЭНЕРГИИ В АБХАЗИИ 2019

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"