კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების რეგიონთაშორისი თანამშრომლობა დაიწყო

25-26 ნოემბერს, დუბაიში, შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის გლობალური ქსელის (GPPAC) ეგიდით გაიმართა GPPAC სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების ერთობლივი შეხვედრა სახელწოდებით: რეგიონთაშორისი თანამშრომლობა, მშვიდობისა და კონფლიქტების პრევენციისადმი ადგილობრივი მიდგომები 2020-2025 წლებისათვის. შეხვედრა ორგანიზებული იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (GPPAC სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა) და საერთაშორისო ტოლერანტობის ფონდის (GPPAC ცენტრალური აზიის წარმომადგენლობა) მიერ. მონაწილეებმა განიხილეს და გამოკვეთეს მშვიდობისადმი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. მათ, ასევე, შეიმუშავეს წინადადებები, თუ რას უნდა მოელოდნენ რეგიონული ქსელები ერთმანეთისგან თანამშრომლობის პროცესში, რა არის სამომავლოდ გასაკეთებელი და როგორი უნდა იყოს ერთობლივი ნაბიჯები. მონაწილეებმა იმსჯელეს ერთობლივ საქმიანობათა პრიორიტეტულ სფეროებზე. რეგიონული ქსელები შეთანხმდნენ კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის ერთობლივი პლატფორმის შექმნაზე.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"