კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

პრაქტიკის გაუმჯობესება - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინში ჩატარდა

2019 წლის 4-6 ნოემბერს გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის ქსელის (GPPAC) პრაქტიკის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის ღონისძიება ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარდა. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN), როგორც GPPAC სამხრეთ კავკასიის რეგიონული სამდივნოს წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ შეხვედრაში.

ღონისძიება მოიცავდა ტრენერთა ტრენინგს სამშვიდობო უნარჩვებებსა და კონფლიქტების პრევენციაში. ტრენინგის ორგანიზატორი, სამუშაო ჯგუფთან ერთად, ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრი (The Charhar Institute) გახლდათ. ტრენინგის გარდა, 5 ნოემბერს, გაიმართა ერთობლივი სემინარი, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში არსებული კონფლიქტების განხილვასა და მათი მოგვარების გზებს ეხებოდა. ICCN-ის წარმომადგენელმა, GPPAC-ის სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის კოორდინატორმა, დამსწრეთ ინფორმაცია რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე მიაწოდა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"