კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

GPPAC კავკასიის რეგიონული სამდივნო აირჩა ახალი 2020-2022 ვადით

2019 წლის 9 ოქტომბერს კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICCN) გაიმართა კავკასიაში "გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციიისთვის" (GPPAC) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ქსელის საკოორდინაციო ჯგუფის (Regional Steering Group) შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯგუფის წევრები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ჯგუფის წევრებმა განიხილეს GPPAC-ის რეგიონული ქსელის გაძლიერების გზები, მათ შორის ქსელში ახალი წევრების მოწვევით, გენდერის საკითხებში საკონტაქტო პრების ახალი როლი რეგიონში გენდერული მეინსტრიმის გასაძლიერებლად, ასევე ორგანიზაციული საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს GPPAC-ის კავკასიაში რეგიონული სამდივნოს / წარმომადგენელობის არჩევის საკითხი. ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ჯგუფმა ერთსულოვნად აირჩია კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრი, რითაც მხარი დაუჭირა მას მომავალი სამი წლის მანძილზე (2020-2022 წწ.) სამდივნოს ფუნქციის შესასრულებლად.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"