მიხეილ ჩაჩხუნაშვილი - სამოქალაქო საზოგადოების სინდისის ადამიანი

2019 წლის 15 ოქტომბერს, ბატონ მიხეილ ჩაჩხუნაშვილს მიენიჭა სამოქალაქო საზოგადოების სინდისის ადამიანის წოდება. წოდების მინიჭების ცერემონიალი შედგა ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში (ლადო ასათიანის ქ. #62, ქ. თბილისი), 17:00 საათზე, თბილისის დროით. წოდების მინიჭების ცერემონიალს დაესწრნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ბატონი მიხეილ ჩაჩხუნაშვილის კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ღვაწლმოსილი ადამიანების ფასდაუდებელი საქმიანობის დაფასებასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ისტორიული მეხსიერების გაძლიერებას.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

25+ მშვიდობის მშენებლობაში

25+ in peacebuilding

25+ в миростроительстве