კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საერთაშორისო კონფერენცია მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტებისათვის

19-20 სექტემბერს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია მშვიდობის, სამართლიანობისა და ძლიერი ინსტიტუტებისათვის. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციები (International IDEA, the Community of Democracies, the Organization of American States and the Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (GPPAC)).

კონფერენციაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს GPPAC-ის რეგიონული ქსელების წარმომადგენლებმა. სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების პრევენციის ქსელი წარმოადგინა ქ-მა მაია კაციტაძემ, ICCN.

საერთაშორისო კონფერენციის შედეგად GPPAC-სა და OAS-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორივე ორგანიზაციის წევრებს, ერთობლივი ძალისხმევით გააგრძელონ მუშაობა კონფლიქტის პრევენციის, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და მონაწილეობის გაძლიერების კუთხით დემოკრატიული პროცესების განვითარებისათვის.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"