ახალგაზრდების ჩართვა კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტების კვლევის და მათი გამოყენების პროცესში

2019 წლის 12 მაისს, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრმა, როგორც Global Partnership for Prevention of Armed Conflict (#GPPAC), რეგიონულმა სამდივნომ, GPPAC-ის 2019 წლის კავკასიური პროგრამის ფარგლებში მორიგი თემატური შეხვედრა გამართა ამჯერად ახალგაზრდობის ჩართულობით. ახალგაზრდები წარმოდგენილნი იყვნენ ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბიდან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტების პრევენცია გაერო-ს 2015 წლის რეზოლუციით 2030-ს დღის წესრიგის მდგრადი განვითარებისათვის და მისი მიზნებისა და ამოცანების კონტექსტში. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ICCN-ს მიერ მომზადებული კითხვარი - კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტთა პაკეტის ერთ-ერთი კომპონენტი. ახალგაზრდების მოსაზრებები კითხვარის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით გაზიარებულ იქნა. აგრეთვე, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისტორიის სტუდენტური კლუბის გამოცდილებაზე, ზოგადად, კონფლიქტებისა და "დაპირისპირებული ისტორიების" ანალიზისა და პრევენციის კუთხით. განხილულ იქნა ახალგაზრდების ჩართვა კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტების კვლევის და მათი გამოყენების პროცესში და, რა შეუძლია, ამ მხრივ, გააკეთოს ილიაუნის ისტორიის სტუდენტთა კლუბმა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

25+ მშვიდობის მშენებლობაში

25+ in peacebuilding

25+ в миростроительстве