კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტთა პაკეტი

გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის (Global Partnership for the Prevention of armed Conflicts (www.gppac.net)) და მისი კავკასიის რეგიონული სამდივნოს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (www.iccn.ge) მიერ განხორციელებული კავკასიის ყოველწლიური 2019 პროგრამის ფარგლებში ICCN-მა დაიწყო კონფლიქტების პრევენციის ინსტრუმენტთა პაკეტის შემუშავება. პროგრამა ხორციელდება 2030 წლამდე გაერო-ს მდგრადი განვითარების პროგრამის დღის წესრიგის, გაერო-ს გენერალური ასამბლეის და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ ორი რეზოლუციის (UNSCR 2282 და A/RES/70/262) შინაარსისა და სულისკვეთების გათვალისწინებით. აღნიშნული ორი რეზოლუცია გაერო-ს სისტემის ახალი სამშვიდობო არქიტექტურის ძირითადი საფუძველი გახდა.

ამ მიზნით, ICCN-მა მოამზადა კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტთა ეფექტიანობის გამოვლენის კითხვარი, რომელიც დაეგზავნება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. მანამდე კითხვარის განხილვა დაგეგმილია აღნიშნული ქვეყნების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"