კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN), დღიდან მისი დაფუძნებისა (1994 წლის 8 აგვისტო), მუშაობს კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. გასული 25 წლის მანძილზე, ორგანიზაციის არქივში შეგროვდა უნიკალური მასალა, რომელიც ასახავს 1990-იანი წლების საქართველოს ისტორიას შეიარაღებული კონფლიქტების მოგვარების გზაზე სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის კუთხით.

მრავალ სხვა პრობლემასთან ერთად, საქართველოში არსებული ინსტიტუციური მეხსიერების დეფიციტი ხელს უშლის საზოგადოების სრულფასოვნად განვითარებას, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მდგრადი მშვიდობის დამყარებას.

2014 წელს ჩვენმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს ჩვენს ხელთ არსებული უნიკალური საარქივო დოკუმენტები და ამით ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი გამორჩეული წვლილი შეიტანა.

ჩვენთან თქვენ იხილავთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების შემდეგ კატეგორიებს:

1. საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ინიციატივები, კონცეფციები;

2. ანგარიშები კონფლიქტებზე საქართველოში;

3. სამშვიდობო ხელშეკრულებათა კოლექცია;

4. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნის ისტორიის დოკუმენტები;

5. 08.08.08 დოკუმენტები;

6. საქართველო დამოუკიდებლობის გზაზე;

7. 1917-1930 წლების დოკუმენტები;

8. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოგვარების დოკუმენტები;

9. დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონთა კონფლიქტის მოგვარების დოკუმენტები;

10. დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების დოკუმენტები;

11. ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან;

12. საქართველოს წევრობა და მონაწილეობა 1990-2020;

13. საქართველო და ერთა ლიგა - 100 წლისთავი;

14. ფოტო არქივი.

-------

***

მოგმართავთ თხოვნით: გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია, დოკუმენტები, მოგვწერეთ თქვენი უკუკავშირი

ninatsikhistavi@iccn.ge

ჩვენი ვებგვერდის მასალის გამოყენებისას სავალდებულოა წყაროს მითითება.

გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:

ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ.), 2014, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, თარიღი, წელი/ http://iccn.ge/index.php?article_id=309&clang=0 საქართველოს საისტორიო არქივი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN).

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"