კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) სადამფუძნებლო დოკუმენტები

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) აქვეყნებს ცენტრის სადამფუძნებლო დოკუმენტების არქივს.

1994 წელი, 3 ნოემბერი - რეგისტრაციის მოწმობა #1755, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.

მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების დასახელება: კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთაშორისო ცენტრი. საქმიანობის მიზნები: თანამედროვე მეცნიერების მიღწევათა საფუძველზე კონფლიქტების მიზეზების კვლევა. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანების მარეგისტრირებელი ორგანო: საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო. /თედო ნინიძე, მინისტრი/.

ცენტრის რეგისტრაციის მოწმობა #1755

ცენტრის წესდება (ქართული)

ცენტრის წესდება (ინგლისური)

1994 წელი, 8 აგვისტო – პროფესორ გიორგი ხუციშვილის ინიციატივითა და 63 დამფუძნებელი წევრის მონაწილეობით შედგა კრება, რომელმაც დააფუძნა “კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებათა სტრატეგიის საერთშორისო ცენტრი”. კრების საერთო გადაწყვეტილებით პროფესორ გ. ხუციშვილს დამაარსებლის სტატუსი მიენიჭა. წყარო: დამფუძნებელი კრების ოქმი. კრების თავმჯდომარე: ა. რონდელი; კრების მდივანი: პ. მამრაძე.

დამფუძნებელი კრების ოქმი (ქართული)

დამფუძნებელი კრების ოქმი (ინგლისური)

დამფუძნებელ წევრთა სია

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

25+ მშვიდობის მშენებლობაში

25+ in peacebuilding

25+ в миростроительстве