სამშვიდობო ხელშეკრულებათა კოლექცია
კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ინიციატივა - საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებათა არქივი.
სამშვიდობო ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა (GeoPeaceData)
ჩვენმა ორგანიზაციამ საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებათა შეგროვება დაიწყო 1990-2000იან წლებში. 2005 წელს შეგროვილ მასალაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სამშვიდობო ხელშეკრულებათა სტატისტიკური და შინაარსობრივი ანალიზი. დღიდან ჩვენი ორგანიზაციის დაარსებისა (1994 წელი), ორგანიზაციის არქივში დაგროვდა უამრავი დოკუმენტური მასალა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში აღიწერა და მოწესრიგდა.
2014 წელს ჩვენს ორგანიზაციაში მოვახდინეთ არსებული არქივის სამშვიდობო დოკუმენტთა მოწესრიგება, გაციფვრა, აღდგენა და სხვადასხვა ონლაინ რესურსიდან მნიშვნელოვანი მასალა დავამატეთ არსებულ კოლექციას. დიდი მადლობა ბ-ნ თამაზ დიასამიძეს, რეგიონალიზმის კვლევითი ცენტრის დირექტორს, რომელმაც 2017 წლის აპრილში მოგვაწოდა დოკუმენტები, რითაც მნიშვნელოვნად შეივსო ჩვენი კოლექცია.
ამჟამად დახარისხებული და კოდიფიცირებულია 300-ზე მეტი ხელშეკრულება (1991–2005 წწ.), შემუშავებული და მინიჭებულია მახასიათებლები, შეგროვილია სტატისტიკური მონაცემები სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმომწერთა (ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები) შესახებ, გენდერულად დაცალკევებულია ხელმოწერები, დასრულებულია დადებული შეთანხმებების გეოგრაფიულ მდებარეობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის ინდექსი, ხელშეკრულებათა შინაარსობრივი ანალიზი და კონფლიქტის მოწესრიგებისთვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების შექმნის ისტორია და სტატისტიკა.
საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა მალე ონლაინ რეჟიმში მოემსახურება მეცნიერებს, სტუდენტებს, პოლიტიკოსებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა მათი ნებისმიერი ადგილმდებარეობის მიუხედავად, შეუფერხებლად მიიღონ დამუშავებული ინფორმაცია და ხელთ ჰქონდეთ შესაბამისი ინსტრუმენტი, რომ ყოველი საჭიროებისას (მოლაპარაკება, კონფერენცია, კვლევა, სასაუბრო) დოკუმენტურად დადასტურებული, პირველწყაროს მითითებით წარმოადგინონ მასალა და მეტი ეფექტი მიიღონ საქმიანობაში.
განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანთა მიმართ, ვინც გამოგვეხმაურა და მოგვაწოდა დოკუმენტები და დამატებითი მასალა.
მადლობა ყველას, გაწეული შრომისთვის!
საქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებათა (1991-2000) ხელმომწერების გენდერულად დაცალკევებული მონაცემი:
შენიშვნა: კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ამ ეტაპზე კოლექციას შეზღუდული მოცულობით აქვეყნებს.
სამშვიდობო ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა (GeoPeaceData)
გვერდის ციტირებისას
გვერდის ციტირებისას (APA სტილი) გამოიყენეთ:
ციხისთავი-ხუციშვილი, ნ. (რედ). (2014). სამშვიდობო ხელშეკრულებების მონაცემთა ბაზა (GeoPeaceData), კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN). ნახვის თარიღი /თვე, რიცხვი, წელი/ http://iccn.ge/index.php?article_id=300&clang=0