კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ქსელის წვრ ორგანიზაციათა წლიური შეხვედრა

2018 წლის 12-13 დეკემბერს, ქ. სტამბოლში კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა (ICCN) და GPPAC-ის სამხრეთ კავკასიის ქსელის წვრი ორგანიზაციების წლიური საანგარიშო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, აზერბაიჯანიდან.

შეხვედრზე 2018 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიშებთან და, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო მიმართულებით არსებული სიტუაციის შეფასებასთან ერთად, საუბარი შეეხო მომავალი 2019 წლის სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს.

ქსელის მიერ ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის აქტივობებში უნდა ჩავრთოთ ახალი თაობის ექსპერტები და გავაძლიეროთ ახალგაზრდული მიმართულება. ასევე, პრიორიტეტებად რჩება სამზრეთ კავკასიის მედიატორ ქალთა ქსელის გაძლიერება და ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული სამშვიდობო დიალოგის მხარდაჭერა.

GPPAC წარმოადგენს გლობალური პარტნიორობის ქსელს შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციისთვის, რომელიც 14 რეგიონული ქსელისგან შედგება. 2004 წლიდან ICCN აღნიშნული ქსელის სამდივნოს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"