კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2018 წლის 20 ნოემბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70-წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

გამომსვლელები ისაუბრებენ გიორგი ხუციშვილის მოღვაწეობასა და მის წვლილზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობისმშენებლობის საქმეში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

ღონისძიებაზე ფილოსოფიის მენიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ხუციშვილის ნაშრომთა პრეზენტაცია გაიმართება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი.

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/announcement/5HjHtc9MuDTp51Ek9/

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"