კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

GPPAC გლობალური ქსელის წევრებმა სამშვიდობო ტრენინგზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში (ამა წლის 1-4 ოქტომბერი). გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტების პრევენციის (GPPAC) ქსელის წევრები შეიკრიბნენ სამშვიდობო ტრენინგზე ერთმანეთისათვის გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენცია „სამშვიდობო ტრენინგის მომავლის გამოკვეთა ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“ გაიმართა ქ. ვენაში. ამ ღონისძიებაზე GPPAC -მა უმასპინძლა სემინარს თემაზე ადამიანის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული მიდგომა ტრენინგებში. სემინარზე გამოიკვეთა ტრენინგებში და სამშვიდობო პროგრამებში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩაბმის მნიშვნელობა. ICCN პროგრამის კოოდინატორმა ზაალ ანჯაფარიძემ მოხსენება გააკეთა ადამიანის უსაფრთხოებისა და კონფლიქტების ანალიზის კუთხით არსებულ საქართველოს გამოცდილებაზე.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"