კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

გიორგი ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

2016 წლის 2 ივნისს, თბილისში, ქორთიარდ-მარიოტში კონფლიქტოლოგიის ცენტრის დამაარსებლის პროფესორ გიორგი ხუციშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. შეხვედრაზე ორტომეული კრებულის „გიორგი ხუციშვილი: როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები" პრეზენტაცია მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს წიგნები საჩუქრად გადაეცათ.

საღამოზე სიტყვით კონფლიქტოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მაია კაციტაძე, რამაზ საყვარელიძე, ლადო პაპავა, თამარ ჩიქოვანი, მამუკა არეშიძე და სოსო ცისკარიშვილი გამოვიდნენ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, კონფლიქტოლოგები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის, ასევე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წიგნების ელ.ვერსიები ხელმისაწვდომია კონფლიქტბისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ვლევითი ცენტრის ვებგვერდზე www.iccn.ge

რამაზ საყვარელიძე გიორგი ხუციშვილზე

რადიო "თავისუფლების" ეთერში ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ საყვარელიძე საუბრობს გიორგი ხუციშვილზე, მის გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ანალიტიკური სტატიების, მასთან ინტერვიუების კრებულზე - "როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები".

საუბრის ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ აქ:

https://www.radiotavisupleba.ge/a/dilis-saubrebis-stumrebi/27768468.html

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"