კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ხუთი წლის წინ, 2013 წლის 4 ოქტომბრის დილას, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუციშვილი გარდაიცვალა

ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო და მეგობრებო!

4 ოქტომბერი, 2018, თბილისი, საქართველო

ამ მნიშვნელოვან, თუმცა სევდიან დღეს, გიორგი ხუციშვილის გარდაცვალებიდან მე-5 წლისთავს აღვნიშნავთ.

გასული ხუთი წელი დიდი გამოწვევა იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისთვის, როგორც ორგანიზაციის, რომელსაც უნდა განეხორციელებინა და ემართა მრავალი მიმდინარე თუ ახალი პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 10-მდე პროგრამა და განვახორციელეთ რიგი საკვანძო აქტივობა.

მაღალი მნიშვნელობის პროექტებისა და შესაბამისი პუბლიკაციების კვალდაკვალ, ჩვენმა ორგანიზაციამ 5 წიგნად გამოსცა პროფესორ გიორგი ხუციშვილის შერჩეული შრომები კონფლიქტების, მშვიდობისა და ფილოსოფიის მეცნიერებებში.

დღიდან დაარსებისა, გასული 25 წლის განმავლობაში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი დაუღალავად აგრძელებს მეცადინეობას კონფლიქტების არაძალადობრივი მოგვარებისა და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ჩვენი ცენტრი გულწრფელ მადლობას გიცხადებთ თქვენ, გიორგი ხუციშვილის, მისი ღვაწლის, ხსოვნისა და დიდი მეგობრობისთვის.

დიდი მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში. მადლობა, რომ იყავით სანდო პარტნიორები და დიდი კოლეგები. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას, დროში გამოცდილ მეგობრობასა და სავსე ურთიერთობას, რასაც ერთობა ჰქვია.

15 ნოემბერს, გიორგი ხუციშვილის 70-წლისთავთან დაკავშირებით, იგეგმება მისი წიგნების პრეზენტაცია.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"