კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სამშვიდობო მედიაცია და ქსელური მუშაობა - სამხრეთკავკასიური ტრენინგი თურქეთში

2018 წ. 25-30 სექტემბერს, ანტალიაში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ორგანიზებით სამშვიდობო მედიაციისა და ქსელური მუშაობიე ტრენინგი ჩატარდა სამხრეთკავკასიის ქალთა მონაწილეობით.

ცენტრის ინიციატივით ტრენინგის პროგრამა განხორციელდა კონფლიქტის პრევენციის გლობალური პარტნიორობის მსოფლიო ქსელის (GPPAC) რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამას მხარი დაუჭირა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM). პროგრამის მიზანია, გააძლიეროს ქალ მედიატორთა სამხრეთკავკასიური ქსელი (NWMSC) და ხელი სეუწყოს ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებსა და მშვიდობის მშენებლობას ყველა მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ქსელი წევრებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) ინიციატივით ქალ მედიატორთა სამხრეთკავკასიური ქსელი 2017 წ. ნოემბერში შეიქმნა.

https://twitter.com/GeoICCN

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"