როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები - გ ა მ ო შ ვ ე ბ ა III
როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა III
თბილისი, 2001
პუბლიკაციაში ნახავთ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას: მშვიდობის მშენებლობის საფუძვლები, კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობები გახლეჩილ საზოგადოებაში, შერიგების ფილოსოფია, მედიაცია და სხვ.
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი უკვე მეექვსე წელიწადია, რაც ატარებს ტრენინგებს კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების დარგში. 1996 წელს ჩვენმა ცენტრმა წამოიწყო "კონფლიქტების მოგვარების სწავლების პროგრამა საქართველოში", დაფინანსებული ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ. 2000 წლიდან დაიწყო "საგანმანათლებლო პროგრამა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების დარგში", დაფინანსებული ჰოლანდიური ფონდის `კორდეიდი~-ის მიერ. ტრენინგებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მხრიდან. ტრენინგებს ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები, ტრენერები. 1996 - 2001 წლებში ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. ამ წლების განმავლობაში ტრენინგები მრავალმა ადამიანმა გაიარა (2000-ზე მეტმა). მათი უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც უშუალო შეხება აქვს ბოლო წლებში მიმდინარე კონფლიქტებთან საქართველოში (დევნილები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ძალოვანი სტრუქტურებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურათა წარმომადგენლები). სტანდარტული ტრენინგი გრძელდება ერთი სამუშაო კვირა, წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო შემდგომში მათგან შეირჩევა ტრენერთა ტრენინგისთვის სპეციალური ჯგუფები, რომელთა წარმატებულ კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები.