კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა II

როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები: გ ა მ ო შ ვ ე ბ ა II
თბილისი, 2000

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი უკვე მეექვსე წელიწადია, რაც ატარებს ტრენინგებს კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების დარგში. 1996 წელს ჩვენმა ცენტრმა წამოიწყო "კონფლიქტების მოგვარების სწავლების პროგრამა საქართველოში", დაფინანსებული ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ. 2000 წლიდან დაიწყო "საგანმანათლებლო პროგრამა მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების მოგვარების დარგში", დაფინანსებული ჰოლანდიური ფონდის "კორდეიდი"-ს მიერ. ტრენინგებმა მაღალი შეფასება დაიმსახურეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მხრიდან. ტრენინგებს ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის სპეციალისტები, ტრენერები. 1996 - 2001 წლებში ტრენინგები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში. ამ წლების განმავლობაში ტრენინგები მრავალმა ადამიანმა გაიარა (2000-ზე მეტმა). მათი უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც უშუალო შეხება აქვს ბოლო წლებში მიმდინარე კონფლიქტებთან საქართველოში (დევნილები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ძალოვანი სტრუქტურებისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურათა წარმომადგენლები). სტანდარტული ტრენინგი გრძელდება ერთი სამუშაო კვირა, წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, ხოლო შემდგომში მათგან შეირჩევა ტრენერთა ტრენინგისთვის სპეციალური ჯგუფები, რომელთა წარმატებულ კურსდამთავრებულებს უფლება ეძლევათ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები.

პუბლიკაციაში ნახავთ თეორიულ და პრაქტიკულ მასალას: მესამე ნეიტრალური მხარე, კონფლიქტების მოგვარების კონტინუუმი, ფასილიტატორის როლი, ფასილიტაციის პროცესის მომზადება, ფასილიტატორის უნარ-ჩვევები, ფასილიტაციის პროცესის სირთულეები, აქტივობის ტიპები ფასილიტაციის პროცესში, ორი ტიპის აზროვნება ფასილიტაციის პროცესში, ჯგუფის დინამიკა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გუნდური მუშაობა და სხვ.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"