კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

WOSCAP & IECEU ერთობლივი ფინალური კონფერენცია ბრიუსელში

2017 წლის 8 ნოემბერს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო ბრიუსელში, შოტლანდიის სახლში გამართულ ერთობლივ კონფერენციას, სადაც წარმოდგნილი იყო WOSCAP-ისა IECEU-ს კვლევითი პროექტები. ორივე პროექტმა შეიმუშავა საუკეთესო პრაქტიკებისა და რეკომენდაციათა კატალოგი, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის (EU) კონფლიქტის პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის ინტერვენციების გაუმჯობესებას.

WOSCAP-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ინტერვენციების სამ სახეზე. კერძოდ, მრავალარხიან დიპლომატიაზე, უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და მმართველობის რეფორმაზე, მაშინ როცა, IECEU-მ გააანალიზა ევროკავშირის 10 მიმდინარე და ძველი სამოქალაქო მისიები და სამხედრო ოპერაციები.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) და ორგანიზაცია გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის (GPPAC) იყვნენ WOSCAP პროექტის პარტნიორები პროექტის მიზნობრივ ქვეყანაში - საქართველოში.

http://www.ieceu-project.com/?p=4096

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"