კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

ქართველი და აზერბაიჯანელი სამშვიდობო ჟურნალისტების შეხვედრა ბაქოში

2018 წლის 23-24 ივნისს ქართველი და აზერბაიჯანელი სამშვიდობო ჟურნალისტები და ექსპერტები ნდობის მშენებლობის საკითხებზე სამუშაოდ ქ. ბაქოში შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანი იყო, განეხილათ კონფლიქტის გაშუქების საკითხები; მედიისა და სამშვიდობო ჟურნალისტიკის როლი კონფლიქტის პრევენციაში და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული კონფლიქტის გამაღვივებელ ინფორმაციასთან გამკლავების სტრატეგიები. ქართველმა ჟურნალისტებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს ფილმები და ვიდეოკლიპები საქართველოს სეცესირებულ რეგიონებში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ და გაუზიარეს მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN) და გლობალური პარტნიორობა შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის (GPPAC).

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"