კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

რეკომენდაციები ევროკავშირს - მრგვალი მაგიდა საქართველოში

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა მრგვალ მაგიდას - "გავაძლიეროთ კონფლიქტის პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისათვის – მრგვალი მაგიდა საქართველოში", უმასპინძლა. 2017 წ. 2 ივნისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საერთაშორისო და ეროვნული ინსტიტუტების მაღალი წარმომადგენლობა შეიკრიბა და განიხილეს წარმოდგენილი რეკომენდაციები ევროკავშირისათვის. მონაწილეებმა კონფლიქტების პრევენციისა და არაძალადობრივი მოგვარების საკითხებზეც იმსჯელეს.

"სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების" შექმნას." - აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ.

***

იხილეთ მეტი: ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"