კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

სიმულაციური თამაში: ტრენინგის დამხმარე თეორიული მასალა

სიმულაციური თამაში: ტრენინგის დამხმარე თეორიული მასალა

2014

უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საზოგადოება ინტეგრაციის პროცესში. როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესები დიდწილად დამოკიდებულია საზოგადოებაზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობებზე. ბევრი ორგანიზაცია იკვლევს ადამიანის უფლებების საკითხს და ცდილობს, მათ ინსტიტუციურ დონეზე წარდგენას, ბევრი აქტივობა ეძღვნება ისეთი საკითხების კვლევას, როგორიცაა: როგორ უნდა წარიმართოს ინტეგრაციის პროცესი სწორი მიმართულებით?

თუმცა, იმისათვის რომ სხვადასხვა დონეზე ვიპოვოთ პრობლემების გადაწყვეტის გზები, პირველ რიგში პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს: რატომ გვჭირდება ინტეგრაცია? რა პრობლემები წარმოიშობა ინტეგრაციის პროცესში როგორც ადგილობრივ, ასევე სახელმწიფო დონეზე? რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემები და რა დონეზე ხდება მათი გადაწყვეტა?

ამ პრობლემების საპასუხოდ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების ცენტრმა გერმანულ ორგანიზაცია CRISP e.V თანამშრომლობითა და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით დაგეგმა და განახორციელა პროექტი „წარმოიდგინე მომავალი“. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთათვის სიმულაციური თამაშის მეთოდის წარდგენა მისი მომავალში გამოყენების მიზნით.

წარმოდგენილი სიმულაციური თამაში, „პოლინარია“, სწორედ პროექტის ფარლგებში შეიქმნა და მომზადდა გამოსაცემად.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"