მონაწილეობის გენდერული ასპექტები მარნეულში, ბოლნისში და ახალციხეში ჩატარებული ინდუქტიური კვლევის შედეგები

მონაწილეობის გენდერული ასპექტები მარნეულში, ბოლნისში და ახალციხეში

2011

2009 წელს კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრმა “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და უმცირესობათა და გენდერული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EED მხარდაჭერით, ჩაატარა ინდუქტიური კვლევა ქალთა და უმცირესობათა მონაწილეობის საკითხებზე ქვემო ქართლში. 2010 წელს ასეთივე კვლევა ჩატარდა სამცხე-ჯავახეთში.

ინდუქტიური, ანუ ჩართული და მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით გვინდოდა ამ რეგიონის წარმომადგენლები თვითონ გამხდარიყვნენ კვლევის თანაავტორები – მონაწილეობა მიეღოთ ინსტრუმენტის მომზადებაში, კვლევის ჩატარებაში და მონაცემების გაანალიზება-განზოგადებაში.

ვთვლით, რომ მონაცემები, რომლებიც კვლევის შედეგად დაიდო ძალიან საინტერესოა და მათი შემდგომი ანალიზი უფრო მკაფიოს გახდის გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ დანაკლისებს საქართველოში განსხვავებული ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში/მხარეებში ამ მხარის მაგალითზე. ეს მასალა საინტერესოა უმცირესობათა საკითხების თვალსაზრისითაც და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს და ორგანიზაციებს დამატებით ინფორმაციას და საკითხისთვის სხვა კუთხით შეხედვის შესაძლებლობას მისცემს.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

24+ მშვიდობის მშენებლობაში

24+ in peacebuilding

24+ в миростроительстве