გენდერული თანასწორობის სახელმძღვანელო პრინციპები

გენდერული თანასწორობის სახელმძღვანელო პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების შესახებ

2013

აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთათვის გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის იმპლემენტაციის გაადვილების და კანონის ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური გამოყენებისათვის.

სახელმძღვანელო დოკუმენტი შემუშავდა დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებისათვის.

გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მიზანია, გაიზარდოს ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მათ ადგილობრივ დონეზე მიეცეთ შესაძლებლობა ჩაერთონ თემის განვითარების პროცესში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა ახალი მუნიციპალური სერვისი ქალთა ოთახების სახით.

აქ წარმო დგენილი დოკუმენტი დახმარებას სთავაზობს თვითმართველობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით, გამგეობის რწმუნებულებს, რომლებიც უშუალოდ სოფლების მოსახლობასთან მუშაობენ გენდერული თანასწორობის მიზნის მიღწევაში.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

25+ მშვიდობის მშენებლობაში

25+ in peacebuilding

25+ в миростроительстве