კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

დავძლიოთ გენდერული ძალადობა საქართველოში ტრენინგის კურიკულუმი

დავძლიოთ გენდერული ძალადობა საქართველოში ტრენინგის კურიკულუმი

2009
კურიკულუმი მომზადდა კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) მიერ.

წინამდებარე კურიკულუმი წარმოადგენს სახელმძღვანელო მასლას მათთვის ვინც უნდა წარმართოს ტრენინგის პროგრამა გენდერული ძალადობის საკითხებზე. სახელმძღვანელოს მომხმარებლები პირველ რიგში იქნებიან პროგრამაში მონაწილე ტრენერები (განმანათლებლები), რომლებიც თავის მხრივ ამ სახელმძღვანელოთი იქნებიან მომზადებულნი.

სახელმძღვანელო-კურიკულუმის ავტორების მიზანი იყო თავი მოეყარა საკმარისად ვრცელი და მეორეს მხრივ, ადვილად გამოსაყენებელი მასალისათვის, რომელიც დაეხმარებოდა განმანათლებლებს თავისი მისიის შესრულებაში. პროგრამის საბოლოო მიზანს კი წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უფრო ფართო წრეებში გენდერული ძალადობის საკითხებზე ცოდნის გავრცელება.

ყველა, ვისაც გენდერული ძალადობის საკითხებზე უმუშავია, დაგვეთანხმება, რომ ადამიანთა სპეციალური მოტივირების და მათი განწყობა-დამოკიდებულებების შეცვლის გარეშე ამ დანაშაულებრივ, მტანჯველ და ჩვენს საზოგადოებაში ჯერ ცუდად გაცნობიერებულ მოვლენაზე მუშაობა არაეფექტურია. ამიტომ სახელმძღვანელოს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკული ნაწილებში აქცენტი ხშირად სწორედ ახალი დამოკიდებულების გამომუშავებაზე კეთდება.

პროგრამით მომზადებულ ადამიანებს ცოდნის შემდგომი გადაცემის პროცესში მოუხდებათ ფასილიტატორისა და ტრენერის უნარ-ჩვევების გამოყენება, ამდენად, პროგრამა “განმანათლებლების” ამ ფუნქციის შესაბამისი მარტივი უნარების განვითარებაზეც და მათი მეთოდებით აღჭურვაზეც არის ორიენტირებული.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"