კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა

საქართველოს კონფლიქტებში პროგრესის მოკლე ვადაში მიღწევის გეგმა

2011

თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტი წარმოადგენს ამერიკის პროგრესის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის: `ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს კონფლიქტების მიმართ~, შემოკლებულ ვარიანტს, დოკუმენტი 2011 წლის თებერვალში მომზადდა (იხ. ინგლისური ვერსია ვებ გვერდზე http://ampr.gs/georgiaconflicts). კვლევის ავტორებმა 2010 წლის დეკემბერში იმოგზაურეს რეგიონში, მოსკოვსა და თბილისში შეხვდნენ ოფიციალურ პირებსა და მთავრობის მრჩევლებს, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს საქართველოს დედაქალაქში. თბილისში ავტორები ესაუბრნენ პარლამენტარებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წევრებს. ასევე მოინახულეს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებული ტერიტორიები კონფლიქტის ზონის საზღვართან, შეხვდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს გორსა და ზუგდიდში. ესაუბრნენ ადგილობრივ ოფიციალურ პირებსა და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. ანგარიში სწორედ ამ ინტერვიუებზე დაყრდნობით მომზადდა.

ანგარიშის ქართული თარგმანი მომზადდა და გამოიცა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (თბილისი, საქართველო) მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"