საქართველო-რუსეთი | ურთიერთობები: ენერგეტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, მიგრაცია და კულტურა

საქართველო-რუსეთი | ურთიერთობები: ენერგეტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა, მიგრაცია და კულტურა

დი­ალ­ოგი კვლავ რჩე­ბა კონ­ფლიქ­ტის პრე­ვენ­ცი­ისა და მშვი­დო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთ მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტად, რო­მე­ლიც კონ­ფლიქტის შე­დე­გად და­შო­რი­შო­რე­ბულ მხა­რე­ებს სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს, თავიან­თი პრობ­ლე­მე­ბის, ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის შე­სა­ხებ სა­ერ­თო ხედ­ვა ჩა­მო­აყ­ალ­იბ­ონ. დი­ალ­ოგ­ის მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს ეძ­ლე­ვათ ნე­იტ­რა­ლუ­რი სივ­რცე, რომ ჩა­ერ­თონ კონ­ფლიქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ პო­ლი­ტი­კუ­რად სენ­სი­ტი­ური სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა­ში.

ნდო­ბის აღ­დგე­ნის ღო­ნის­ძი­ებ­ები ხელს უწყობს კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­თა შო­რის და­ძაბულო­ბის შემ­ცი­რე­ბას, ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის გა­რე­მოს შექ­მნას და შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის
გზე­ბი­სა და სა­შუ­ალ­ებ­ებ­ის გა­მოვ­ლე­ნას.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მა­თი საქ­მი­ან­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ვთ სა­იმ­ის­ოდ, რომ ისა­უბ­რონ სხვა­დას­ხვა მხა­რეს მყო­ფი კონ­ფლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ადგი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ის ხედ­ვებ­ზე, ინ­ტე­რე­სებ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ებ­ზე. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები, რო­გორც წე­სი, ნაკ­ლე­ბი რა­დი­კა­ლუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან მათ მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის ხედ­ვი­სა და პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სას და მეტ მოქ­ნი­ლო­ბას იჩ­ენ­ენ და­პი­რის­პი­რე­ბულ პო­ზი­ცი­ათა და­ახ­ლო­ებ­ის პრო­ცეს­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ ოფ­იცი­ალ­ურ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა მხარ­და­სა­ჭე­რად. მე­ტიც, იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ოფ­იცი­ალ­ური მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩიხ­შია შე­სუ­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი დი­ალ­ოგი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ვი­ხი­ლოთ მხა­რე­თა შო­რის ურ­თი­ერ­თობა­თა სრუ­ლი შეწყვე­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად. ას­ევე, არ­ან­აკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო საზო­გა­დო­ებ­ის რო­ლი ოფ­იცი­ალ­ური სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვის შემ­დგომ პე­რი­ოდ­შიც, რად­გან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ება წარ­მო­ად­გენს მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას და­პი­რის­პი­რე­ბულ სა­ზო­გადო­ებათა შე­რი­გე­ბი­სა და მა­თი მშვი­დო­ბი­ანი თა­ნაცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

24+ მშვიდობის მშენებლობაში

24+ in peacebuilding

24+ в миростроительстве