ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის (2013-2016)

გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის (2013-2016)

ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი ქალთა და გოგონათა პროფესიული და ეკონომიკური განვითარებისათვის – პროგრამა ხორციელდება კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCN) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსთან“ პარტნიორობით. პროგრამის ხანგრძლივობაა 28 თვე და მისი განხორციელება დაიწყო 2014 წლის 1 აპრილს.

პროგრამის მიზანს ქალებისა და გოგონებისათვის ახალი პროფესიული და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და მათთვის შესაძლებლობების ჰორიზონტის გაფართოება წარმოადგენდა.

პროგრამის ფარგლებში სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 13 მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის შეიქმნა განვითარებისათვის საჭირო შესაძლებლობების ხელის შემწყობი, სტერეოტიპებისგან თავისუფალი გარემო.

კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის 22-წლიანი საქმიანობის ისტორია ძალიან ბევრ საინტერესო და სასარგებლო პროექტს მოიცავს, როგორც საქართველოს, ასევე სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, კონფლიქტების პრევენცია და მართვა, სამშვიდობო ჟურნალისტიკა და მრავალი სხვა.

2014 წლის აპრილიდან ჩამონათვალს თვისობრივად ახალი პროგრამა „ჰორიზონტის გაფართოება: გაუმჯობესებული არჩევანი. ქალთა და გოგონათა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ შეემატა. პროგრამით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 13 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5000-ზე მეტი მოქალაქე მოვიცავით, რაც პროგრამის გუნდის დიდი ძალისხმევითა და საქმისადმი სიყვარულით გახდა შესაძლებელი. საუბარია არა მხოლოდ 7000 ადამიანის სტატისტიკურად აღღიცხვაზე, არამედ მათთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე მუშაობაზე, ბევრი საინტერესო და საჭირო ინიციატივის გაჟღერებასა და ლობირებაზე.

ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა პროგრამის გუნდს, ფინანსურად მხარდამჭერ ორგანიზაციას USAID და განმხორციელებელ პარტნიორს Mercy Corps Georgia-ს. პროგრამის გუნდთან ერთად, სიამაყით შგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს შევძელით!

დოკუმენტის ჩამოტვირთვა

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

24+ მშვიდობის მშენებლობაში

24+ in peacebuilding

24+ в миростроительстве