კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

დამფუძნებელი

გიორგი ხუციშვილი

გიორგი ხუციშვილი

დაიბადა: 15 ნოემბერი, 1948 წ. ქ. თბილისი; გარდაიცვალა: 4 ოქტომბერი, 2013 წ. ქ. თბილისი; დაკრძალულია: ქ. თბილისი. საბურთალოს წმ. ნინოს სახ. პანთეონი.

გამოჩენილი ქართველი კონფლიქტოლოგი, კონფლიქტოლოგიის დარგის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში, მშვიდობის დარგის მეცნიერი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი შოთას-ძე ხუციშვილი, დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს ქ. თბილისში შოთა და სოფიო (სამიკო) ხუციშვილების ოჯახში. მამა – შოთა ნიკოლოზის-ძე ხუციშვილი (1924-2012) - ცნობილი ქართველი ინჟინერი და ავია-გამომგონებელი იყო. გიორგის ბაბუა – ნიკოლოზ ხუციშვილი – პიველი ქართველი მფრინავის ბესარიონ ქებურიას მემანქანე და ავიატორი გახლდათ. შოთა ხუციშვილს დაპატენტებული აქვს 200-მდე გამოგონება ავიაციისა და ენერგო-რესურსების სფეროში. გიორგის დედა – სოფიო ხუციშვილი, (ქალწულობაში თარალაშვილი) (1924-2012) - საქართველოს სახელმწიფო კაპელაში მუშაობდა (მეცო-სოპრანო); ერთადერთი ვაჟის – გიორგის – დაბადების შემდეგ, მიატოვა სამუშაო და მთელი ცხოვრება შვილის აღზრდას მიუძღვნა. გიორგი ბავშვობიდან იყო გატაცებული ხატვითა და უცხო ენების შესწავლით. უცხო ენების მიმართ სწრაფვამ მყარი საფუძველი ჩაუყარა ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ ცოდნას, ხოლო საბაზისოდ საკმარისი აღმოჩნდა იტალიურ, პოლონურ და გერმანულ ენებზე კომუნიკაციისთვის. იგი სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს და, ამიტომ, თავს ტრილინგვად მიიჩნევდა; ბავშვობის სიყვარული სახვითი ხელოვნების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ მშობლებმა 9 წლის გიორგი (1957 წ.) გააცნეს დიდ ქართველ მხატვარს, ლადო გუდიაშვილს, რომელიც აღფრთოვანებულა მისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით. მან სამახსოვრო წარწერით სახატავი ალბომი აჩუქა პატარა მხატვარს და დიდი წარმატება უსურვა. მომდევნო წლებში გიორგი ხუციშვილმა მხატვრობა პროფესიად არ აირჩია მშობლების დაჟინებული თხოვნის გამო, თუმცა, მხატვრობის სიყვარული ცხოვრების ბოლომდე გაჰყვა. საოჯახო არქივში მის მიერ შესრულებული ასობით გრაფიკული და ფერწერული ნახატი, ჩანახატი და ესკიზია დაცული. 1966 წელს გიორგი ხუციშვილმა დაამთავრა თბილისის ... (იხილეთ სრულად).

გიორგი ხუციშვილის ბიოგრაფია (ქართული)

გიორგი ხუციშვილის ბიოგრაფია (ინგლისური)

გიორგი ხუციშვილის ბიოგრაფია (რუსული)

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

1994

"მშვიდობა ხელნაკეთია"