მისია და ხედვა

კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და პრევენცია

ICCN-ის უპირველესი ამოცანაა კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობიანი გზით გადაჭრის პირობების გაუმჯობესება, ასევე არაძალადობრივი მიდგომების შემუშავება და გატარება.

ამ მხრივ, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არსებული კონფლიქტების ანალიზის სიმცირე. კონფლიქტების მშვიდობიანი და არაძალადობრივი გადაჭრა ხშირად აღიქმება სისუსტედ და დამარცხებად. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტომდე, საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ძლიერი სამხედრო კამპანია. დისკუსია მიმდინარეობდა იმის თაობაზე თუ ვინ იყო დამნაშავე, მაშინ როცა კონფლიქტის ფესვები იგნორირებულ იქნა, მაშინ როცა მოსახლეობა ალტერნატივის გარეშე რჩებოდა, მაშინ როცა კონფლიქტის კონკრეტული გადაჭრის, დაბინავების, ჯანმრთელობის, სკოლებისა და დისკრიმინაციის საკითხი უნდა განხილულიყო. ამ კუთხით კულტურის დიალოგი და გაგება თითქმის სრულიად იკარგება.

მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში. თავისუფალი, პროფესიონალური და ეთიკური მედიის ნაკლებობა შეიმჩნევა ქვეყანაში, განსაკუთრებით ომიანობის პერიოდში სადაც საჭიროა მშვიდობაზე ორიენტირებული მედიის პროფესიონალები. ჟურნალისტებს ჭირდებათ სიღრმისეული ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე, ადამიანზე ორიენტირების თვალსაზრისით. მათ ასევე ჭირდებათ პროფესიონალიზმისა და ეთიკის სტანდარტების შესახებ მეტი ინფორმირებულობა კონფლიქტურ სიტუაციებში.

კონფლიქტების პრევენციისათვის რესურსების მობილიზება ასევე მნიშვნელოვანი საკითხია. ქართულ-რუსული კონფლიქტის შედეგად, დევნილთა ახალი ტალღა წამოვიდა ქართლიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ამ ხალხმა გამოიარა ომი და ჯერ კიდევ განიცდის რთულ და სტრესულ სიტუაციას. მათი მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული, რის საფუძველზეც თანდათან კლებულობს მიმდინარე პროცესებისადმი გაგება და შეგუება მათი მხრიდან, ასევე საკუთარი ინტერესების მშვიდობიანად დაცვა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებს შორის.

ICCN-ის სტრატეგია წარმოადგენს ჟურნალისტებთან კონფლიქტების რეპორტირების დროს მათი პროფესიონალიზმის და ეთიკის თაობაზე დისკუსიას, ასევე დევნილთა და ლტოლვილთა შესაბამისი ცოდნითა და კვალიფიცირების უზრუნველყოფით, მიმდინარე და კონფლიქტურ სიტუაციებში პროცესებისადმი მეტ შემრიგებლობას.

უმცირესობების ჯგუფების ინტეგრირებისადმი პატივისცემა

ICCN-ის მეორე მიზანს წარმოადგენს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების, შედარებით ფართო თემთან თანამშრომლური ურთიერთობებისა და მათი სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.

ერთერთი ძირითადი პრობლემას წარმოადგენს უმცირესობათა პოლიტიკური და სამოქალაქო ინტეგრაცია, რომელიც ჯერ ვერ მოხერხდა. უმცირესობათა მიღება და ცნობა ქართულ საზოგადოებაში ჯერ სრულად არ არის განვითარებული. გავრცელებული პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება მრავალფეროვნებას.

ზოგიერთ შემთხვევაში ეთნიკურობა რელიგიურ ჯგუფს ემთხვევა. ამრიგად ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი როლი საკმაოდ გავლენიანია და ხელს უწყობს ნაციონალურობის, რწმენაზე დამყარებული იდეოლოგიის გავრცელებას.

ქალთა ერთობლივი ინტერ-ეთნიკური მცდელობა მიეღწიონ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მეტ გავლენას ადგილობრივ დონეზე, შესაძლოა ჩაითვალოს ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ფაქტორად. თუმცა რიგ ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ თემებში - როგორციცაა აზერბაიჯანული საზოგადოება ქვემო ქართლში და სომხური დიასპორა ჯავახეთში - ქალთა როლი შემოიფარგლება რეპროდუქციითა და საშინაო საკითხების მართვის საფუძველზე, თემის საკითხებში და ფართო სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალების გარეშე.

ICCN-ი ხედავს შეუპოვრად მუშაობის აუცილებლობას, ცენტრალურ და სათემო დონეებზე, ეროვნულ ინტეგრაციასთან მიმართებაში როგორც ფასეულობას. ტოლერანტული დამოკიდებულებები და კონკრეტული სამშვიდობო და ნაყოფიერი თანაცხოვრება უნდა გავრცელებულ იქნას. ICCN-ის სტრატეგიას წარმოადგენს დამოკიდებულებების ცვლილების შეტანაში უმცირესობებისა და უმრავლესობების ჯგუფების ჩართვა, რათა მოხდეს მეტი ტოლერანტობისა და მრავალფეროვნებისათვის მზაობა. სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების (კულტურული და სოციალური ასპექტები) შესახებ ინფორმაციის მიხედვით, ეს ჯგუფები სწორედ ამგვარად არიან დანაწილებულნი, რის საფუძველზეც თვითუზრუნველყოფს და ხელს უწყობს უმცირესობათა ჩართულობას სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს უმცირესობიების ქალთა გაერთიანებასა და უფლებამოსილებებს ამგვარ აქტივობებში.

ღია სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისათვის

ICCN-ის მესამე ამოცანა არის დაინახოს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ინარჩუნებს ღია სივრცეს სოციალურ და პოლიტიკურ დებატებში, ხელს უწყობს დემოკრატიულ ღირებულებებს, ამოწმებს და ბალანსების ძალაუფლებას, გენდერული თანასწორობასა და გარემოს მდგრად გამოყენებას.

ამ მხრივ კიდევ ერთი ძირითადი პრობლემა არის დემოკრატიული მმართველობის პრინციპები, რომლებიც ჯერ კიდევ ცუდადაა დანაწილებული და გატარებული საზოგადოებაში. ისეთი კონცეფციები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და კანონის უზენაესობა, ჯერ კიდევ არ არის ნათლად გაგებული, ინსტიტუციონალიზებული და გატარებული.

სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლი (ICCN-იც აგრეთვე) ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია. საჭიროა დემოკრატიული პროცესების გატარება, რაც გულისხმობს ჩვენი ტრადიციული განწყობისა და ცხოვრების წესის ტრანსფორმაციას.

ICCN-ის სტრატეგიას ასევე წარმოადგენს საზოგადოების თვითშეგნების ამაღლება ლიბერალურ ფასეულობებასთან მიმართებაში და აქტიური დისკუსიების სახით გატარება საზოგადოებაში, რათა ამ ფასეულობებით დაინტერესებული ადამიანების ჩართვა მოხდეს კონკრეტულ პრობლემებსა და საჭიროებებზე დისკუსიისას.

ორგანიზაციული განვითარება

ICCN-ის მეთხე მიზანს წარმოადგენს ICCN-ის ძლიერ ორგანიზაციად გადაქცევა, პრაგმატული მიდგომებით, კარგი მენეჯმენტით, ნათელი პროცედურებითა და ფინანსური სტაბილურობით.

პირველი 10 წლის განმავლობაში ICCN-ი მოქმედებდა როგორც პიონერი ორგანიზაცია ქართულ საზოგადოებაში. ჩამოყალიბდა არასამთავრობოთა კოალიცია, შეიქმნა კვლევითი ბიურო და მშვიდობისა და შერიგების შეტყობინება გაივრცელებულ იქნა მთელს ქვეყანაში. სწორედ ეს უძღვიდა წინ ვარდების რევოლუციას, რომელმაც ხელი შეუწყო ბრძოლას კორუფციისა და ცუდი მმართველობის წინააღმდეგ. ამ ინტენსიურ პერიოდში, ორგანიზაციებისათვისათვის კადრების დასაკომპლექტებლად ადამიანთა საჭირო რაოდენობის მოძიება რთული იყო, ასევე შეუძლებელი იყო დაფინანსება, რაც ორგანიზაციების გაძლიერებისათვის, სწავლებისა და განვითარების პროცესების კუთხით აუცილებელია. 2006 წლის შეფასების პროცესმა აჩვენა შესაბამისობა და ICCN-ის სტრატეგიული ღირებულება, თუმცა ამავე დროს გამოვლინდა ორგანიზაციული სისუსტეც:

შეფასების ჯგუფის აზრით, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს ICCN-ის ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური მოცულობა. ასევე ორგანიზაციული შეფასების სტადიების მიხედვით, კარგი იქნებოდა თუ (...) ICCN-ის ინსტიტუციონალური მოცულობა მიიპყრობდა სათანადო ყურადღებას და გამოირჩეოდა ორგანიზაციული და დაფინანსებადი პარტნიორებისაგან როგორც პრიორიტეტი, რათა მომხდარიყო ორგანიზაციული მდგრადობის გაძლიერება

არსებობს ICCN-ის, როგორც არა-სახელმწიფოებრივი აქტორის, გაუმჯობასთან დაკავშირებული საერთო სტრატეგიის კომპეტენცია, ორგანიზაციის შიდა მმართველობა, შიდა სტრუქტურა, ორგანიზაციის მკაფიო ლიდერობა, ადამიანური რესურსების განვითარება ზოგადად და პროექტის ციკლის ფარგლებში, კერძოდ მენეჯმენტის კომპეტენციები, ორგანიზაციული სწავლება და რამოდენიმე პრაქტიკული საკითხი როგორიცაა საოფისე ფართი და ტექნიკური უზრუნველყოფა .

სტრატეგიის დეფინიციის პროცესში 2008 წელს, ძირითადი საკითხი რაც უნდა განხილულიყო მცირე შენიშნვის სახით გამოვლინდა.

ლიდერობასთან მიმართებაში, შიდა მმართველობა და სტრუქტურა, შეთანხმებული იქნა რომ ორგანიზაციის მენეჯმენტის სტრუქტურა ამჟამად საკმაოდ გადინებადია. ეს გადინება თავდაპირველი მდგომარეობისას წარმოიშვა სირთულეების გამო, თუმცა მისი ამჟამინდელი მინუსი არის ის რომ პასუხისმგებლობების ნათელი დანაწილება არ ხდება, რაც გამოიხატება ანგარიშვალდებულების სიმცირითა და სამუშაოს აღწერისა და ანაზღაურების ყოყმანის გამო.

რაც შეეხება პროექტების მენეჯმენტის ციკლს, მიღწეული იქნა შეთანხმება ანგარიშგება, დაგეგმვისა და მონიტორინგის სისუსტის შესახებ, რაც თავის მხრივ ვერ უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის კომპლექსურობასა და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ხელმძღვანელობას შორის. ეს ნათელია, რაც გამოიხატება ნაკლებად სანდო დოკუმენტაციურ სისტემაში.

მესამე სისუსტე, რაც უნდა აღინიშნოს არის ადამიანური რესურსების განვითარება. ICCN-ს არ ძალუძს მიაღწიოს ორგანიზაციის სწავლებების, ცოდნის გაზიარებისა და მთეოდოლოგიური განვითარების მაღალ დონეს, თუ არ არსებობს საამისო რესურსები და შესაძლებლობები შესაბამისი სწავლებებისა და სისტემატური რეფლექსისა პერსონალისათვის.

საბოლოოდ, ამგვარი ჩავარდნების შედეგად, ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა უფრო არასტაბილურია ვიდრე სასურველი ან საჭირო.

ICCN-ის სტრატეგია, პრიორიტეტი მიანიჭოს ოთხ საკითხს მომავალი წლისათვის, წარმოადგენს ამ საკითხების წლიური დაგეგვისა და პასუხისმგებელ პერსონალზე მონიტორინგის პროცესში ინტეგრირებას. გაუმჯობესება ეტაპობრივად განვითარდება და დაინერგება გარე კონსულტანტების დახმარებით.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი

International Center on Conflict and Negotiation

Международный Центр по Конфликтам и Переговорам

24+ მშვიდობის მშენებლობაში

24+ in peacebuilding

24+ в миростроительстве